
გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული
ყოველი წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული გენოციდის მსვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრი“-ის მიერ დაფუძნებული ,,გენოციდის, ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრი“ - ის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით - გაიმართება ,,გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეული“. 2020 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ჩატარდება საჯარო ლექცია - ,,გენოციდი: The Crime of Crimes”. ლექციას წარუძღვება, სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ დაფუძნებული გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე. საჯარო ლექციაზე დამსწრებ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
საჯარო ლექცია ჩატარდება ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით:
2020 წლის პირველი დეკემბერი
1 საათი - 18:30 – 19:10
შესვენება - 19:10 - 19:20
2 საათი - 19:20 – 20:00
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი
ვრცლადტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თ...
ვრცლად