საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის 22.02.2021

საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის

2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.


შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ  მანჰაიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი  კარსტენ შეფერი, გერმანიიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი როინ მიგრიაული, საქართველოდან.


მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია, როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში 02.12.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში

2020 წლის 26 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარინე შავლაყაძი...

ვრცლად
თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სოფიას უნივერსიტეტს ეწვივნენ 23.03.2023

თჰუ-ს სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სოფიას უნივერსიტეტს ეწვივნენ

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები Erasmus+ გაცვლითი პროგრამის...

ვრცლად