ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების  უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში 13.03.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში

„ჰიბრიდულ-ციფრული ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში - ახალი გამოცდილება და უწყვეტი განათლების პერსპექტივები“

 
2021 წლის 11 მარტს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში, ცოდნის ტრანსფერისა დაუწყვეტი განათლების შესახებ: „ჰიბრიდულ-ციფრული ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში - ახალი გამოცდილება და უწყვეტი განათლების პერსპექტივები“ (Symposium „Wissenstransfer und Weiterbildung: Hybrid-digitaler Wissenstransfer in Netzwerken „Hochschule-Wirtschaft“ - Neue Erfahrungen und Perspektiven der Weiterbildung.“ Technische Hochschule Aschaffenburg).

 

სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ მიუნხენის, აშაფენბურგის, ვიურცბურგის, ბაიროითის და სხვა გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოდან კი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

 

2020 წლის მარტიდან დაწყებულმა პროცესებმა ცოდნის ტრანსფერისა და აკადემიური უწყვეტი განათლების სფეროს ყოვლისმომცველი და რადიკალური იმპულსები შესძინა. კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა განაპირობა ცოდნის გადაცემის მეთოდების ხელახალი გააზრება და სათავე დაუდო მნიშვნელოვან ცვლილებებს ევროკავშირის რეგიონული განვითარების სტრატეგიაში. აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში წარმოდგენილი იყო პრაქტიკული მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ციფრული ცოდნის ტრანსფერი საუნივერსიტეტო და ბიზნეს სფეროებს შორის; მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები იმაზე, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების დაინტერესება ჰიბრიდული სწავლების თანამედროვე მეთოდებით. სიმპოზიუმის ბოლო ნაწილი დაეთმო ვორკშოპებს, რომლის მსვლელობაშიც აქტიურად ჩაერთო პროფ. ნონა გელიტაშვილი. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. სიმპოზიუმი დასრულდა ვორკშოპებზე მიღებული შედეგების შეჯამებითა და იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში, ჰიბრიდულ-ციფრული განათლების სფეროში საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია 01.04.2019

სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ორგანიზებული სტუდენტებისა და რეზიდენტების კონფერენცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტებმა თამარ მერაბაშვილმა და...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ინსუბრიის (იტალიის) უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 06.10.2021

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ინსუბრიის (იტალიის) უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ინსუბრიის (იტალიის) უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც...

ვრცლად
EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი 10.06.2021

EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი

EU4Environment  პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლ...

ვრცლად