
2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით
2021 წლის 19 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ ვებინარი, Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.
ვებინარს უძღვებოდა დავით პიტიურიშვილი, რომელსაც აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ფინანსურ სექტორში, მათ შორის 3 წელია იკავებს მენეჯერულ პოზიციებს; ჩატარებული აქვს რამდენიმე ათეული ტრენინგი სხვადასხვა კერძო და საჯარო სექტორში; 2017 წლიდან არის აფილირებული ასისტენტ - პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში; 2020 წლიდან მუშაობს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფრონტ ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე; მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ფინანსებში.
ვებინარის მიზანი გახლდათ, სტუდენტებისთვის CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებული მიდგომების განვითარება და დახმარება გასაუბრების დროს საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენის უნარ-ჩვევების შეძენაში.
ვებინარის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს კომპეტენციები, თუ როგორ შეადგინონ ეფექტური CV და სამოტივაციო წერილი, თუ როგორია ტიპიური შეცდომები CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენისას და მათი გამოსწორების ხერხები; შეისწავლეს სამუშაოს მოძებნის და გასაუბრებისთვის მომზადების ტექნიკები, ასევე ძირითადი კითხვები გასაუბრების დროს დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლის მიერ.
ვებინარის ხანგრძლივობა იყო 2 საათი. ის წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითხვები როგორც ვებინარის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია დავალებებმა, რომლებიც ემსახურებოდა ვებინარის მიზნების მიღწევას.
მსგავსი სიახლეები
საგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის
აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქა...
ვრცლადთჰუში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის შესახებ
2021 წლის 2 ივლისს 16:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება სემინარი კვლევითი პროექტების დაგეგმვის, კვლევების კო...
ვრცლადსამეცნიერო პრაქტიკული დისკუსია თემაზე - ადამიანით ვაჭრობა
2021 წლის 17 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრები...
ვრცლად