ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში 25.04.2021

ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.

მასტერკლასს უძღვებოდა გიორგი რუხაძე, კომპანია „ორიენტ ლოჯიკის“ სამთავრობო სექტორის მიმართულების ხელმძღვანელი და კომპანია „George Grey Winery”-ის თანა-დამფუძნებელი. გიორგის პროფესიული გამოცდილება უკვე მრავალი წელია, რაც ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ციფრული ტრანსფორმაციის გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი გიორგი აქტიურად ჩაერთო ქართულ მეღვინეობაში და ბიზნეს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინის ბრენდი - “George Grey Winery”. 

მან  აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად,  რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად,  რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში და საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე.

მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, თუ  როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი, გაგვიზიარა წარმატების მიღწევის მთავარი ფორმულა.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს.  სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ გიორგი რუხაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა  დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.05.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად
ცხადდება ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: 04.05.2022
ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში 14.06.2019

ტრენინგი: ფსიქოლოგიის როლი კარიერულ განვითარებაში

2019 წლის 14 ივნისს 2 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერ...

ვრცლად