კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.12.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

 1.            ჯანდაცვის  ფაკულტეტი:

1.1.        დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი):

 

1.1.1.    ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ქართულენოვანი);

1.1.2.    ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (ქართულენოვანი);

1.1.3.    ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ქართულენოვანი);

1.1.4.    ასისტენტ-პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (ქართულენოვანი);

1.1.5.    ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.6.    ასისტენტ-პროფესორი - 2  საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.7.    ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.8.    ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.9.    ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.10.  ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ინგლისურენოვანი);

1.1.11.  ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ქართულ-ინგლისურენოვანი);

 

1.2.        ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა:

1.2.1. ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;

1.2.2. ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

1.2.3.  ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული;

1.2.4. ასისტენტ-პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;

 

2. ჰუმანიტარული ფაკულტეტი:

2.2.  თარგმანმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამისთვის:

2.2.1. ასოცირებული პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - ინგლისური ფილოლოგია/ქვესპეციალიზაცია - ინგლისურენოვანი  თარგმანმცოდნეობა - 1 საშტატო ერთეული;

2.2.2. ასოცირებული პროფესორი (მიმართულება-ჰუმანიტარული მეცნიერებანი, დარგი/სპეციალობა - რუსული ფილოლოგია/ქვესპეციალიზაცია - რუსულენოვანი  თარგმანმცოდნეობა - 1 საშტატო ერთეული;

 

 

3. საკონკურსო  პირობები:

3.1. ასოცირებულ პროფესორად აირჩევა 65 წლამდე ასაკის პირი, რომელიც აგრეთვე:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ)ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს, რომელსაც განიხილავს საკონკურსო კომისია;

ე) განცხადებასთან ერთად აკადემიური თანამდებობის პრეტენდენტმა უნდა შეავსოს:

– განცხადების ტიპური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას ერთზე მეტ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისად;

– აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

3.      ასისტენტპროფესორი

3.1.  ასისტენტპროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც:

ა.ა) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;  

ა.ბ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი  კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

–  აქვს პროფესიული გამოცდილების 3  წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

–  გამოქვეყნებული  აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს  შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და

–  აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

3.2. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები;

3.3. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა  საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

3.4. ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ  ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

4.     კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  •  პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური ან/და ელექტრონული;
  • ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ნაბეჭდი ან/და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
  • ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას (არ ეხება ასისტენტ–პროფესორს);
  • შრომების /სტატიების სია ბოლო 10  წლის მანძილზე (ბეჭდით დამოწმებული), სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;
  • ინგლისურენოვანი პროგრამისთვის კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი  მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც:

ა)ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების/სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის  წარდგენა (შესამაბისი დიპლომი ან სხვ.); ან ბ) ინგლისური ენის B 2  დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარდგენა (საერთაშორისო სერტიფიკატი).

გ) საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე ინგლისურ ენაზე გაკეთებული მოხსენებების დამადასტურებელი დოკუმენტის  წარდგენა (საკონფერენციო პროგრამა, გამოსვლის ვუდეო/აუდიო ჩანაწერი ან დ) საქართველოს ან უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო  დაწესებულებებში  ინგლისურ ენაზე  ლექცია/სემინარების წაკითვის  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა  (ცნობები ან სხვა).

გარდა ამისა, დაწესებულება უფლებამოსილია კონკურსანტს ჩაუტაროს გამოცდა/ტესტირება შესაბამისი დონის ინგლისურ ენაში უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციის თანახმად  და დაადასტუროს კონკურსანტის  ენობრივი კომპეტენციის ფლობა და აუცილებლობის შემთხვევაში ჩაუტაროს ზეპირი გასაუბრება.

 

 5.     დამატებითი მოთხოვნები ინგლისურენოვანი პროგრამისთვის:

ე) ინგლისურ ენაზე  გამოცემული საერთაშორისო პუბლიკაციები (სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები, სახელმღვანელოები და სხვ.)

ვ) სხვადასხვა საერთაშორისო ინგლისურენოვან ტრენინგებზე მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა (სერტიფიკატები, დიპლომები და სხვ.)

გ) საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია კონკურსანტს მოსთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება ინგლისურ ენაზე  მის მიერ განაცხადში მითითებულ სასწავლო კურსში.

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი  დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .

აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, სავალდებულო პერიოდული ატესტაციის პირობით;

კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით. 

 

ღია კონკურსი ცხადდება 2016 წლის 6 დეკემბერს; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31;  2017  წლის  9იანვრის  10.00 საათიდან  2017  წლის  14 იანვრის  ჩათვლით   17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

საკონტაქტო ტელ:  254 5908;  254 59 09.

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2017  წლის 17  და 18 იანვარი,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე.

საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი,  597540096.

მსგავსი სიახლეები

ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 16.10.2019

ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტსა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ პოლონეთის, კერძოდ ბიდგოშის ეკონ...

ვრცლად
სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021 04.11.2021

სტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მ...

ვრცლად