საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 31.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 29 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა რეაბილიტაციის რეჟიმში“, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი, მერი კეთილაძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

მერი კეთილაძემ, საინტერესოდ ისაუბრა მოვალის რეაბილიტაციის რეჟიმის მნიშვნელობასა და მიზანზე. რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალის არსებობის აუცილებლობაზე, მის სამართლებრივ მდგომარეობაზე, უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე. გარდა ამისა, ლექციაზე განხილულ იქნა კანონის უპირატესობები და მის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებები.

აღნიშნულმა თემატიკამ  მსმენელთა ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს კი გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! 28.03.2021

სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!

"სამართლის მაცნე" საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში  ინდექსირდება! ...

ვრცლად
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი - ჩვენი ჯარი 24.02.2020

2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი - ჩვენი ჯარი

2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის  სა...

ვრცლად