საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 07.06.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 5 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულის შესახებ“, რომელსაც უძღვებოდა აღმოსავლეთ-ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, იურისტ-კრიმინოლოგი, დავით წულაია.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

საჯარო ლექციამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, დავით წულაიამ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლსა და დამსახურებაზე, ისე მის შეხედულებასა და მოსაზრებაზე დანაშაულთან მიმართებით.

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი თემის ირგვლივ, სტუდენტების მხრიდან გამოითქვა სურვილი კვლავაც დაიგეგმოს დებატები აღნიშნულ საკითხზე, სადაც ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრება და მოეწყოს წარმოდგენილი თემის საჯარო განხილვა.

მსგავსი სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! 17.03.2021

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

გრძელდება პროფესიული პრაქტიკის კურსი ქალაქ თბილისის მერიაში.

ვრცლად
გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ! 23.08.2018

გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...

ვრცლად