პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის 27.06.2021

პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის

2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის“, რომელშიც მიწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი. ღონისძიება ეძღვნებოდა Erasmus + პროგრამის 2021-2027 ახალ ჩარჩო პროგრამას, რომლის მიზანიცაა ევროპული განათლების სისტემების გაძლიერება და ევროკავშირის ინსტიტიტუციების მხრიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ტრანსსასაზღვრო და ტრანსსექტორული თანამშრომლობის პროექტების განვითარებისა და ხელშეწყობის პერსპექტივები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, აგრეთვე უნივერსიტეტებსა და სახელისუფლებო ორგანოებს, ბიზნეს წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ბალანსის მიღწევის საკითხებზე. ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა დისუკუსია, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ კითხვების დასმა მომხსენებლებთან და კონტაქტების დამყარება შეხვედრაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.

მსგავსი სიახლეები

თჰუ პირველკურსელებს ეპატიჟება უფასო საექსკურსიო ტურზე! 22.09.2018

თჰუ პირველკურსელებს ეპატიჟება უფასო საექსკურსიო ტურზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას დ...

ვრცლად
გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ! 23.08.2018

გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!

2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...

ვრცლად