
წარმატებული ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე
2021 წლის 19 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეისა“ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სისხლის სამართლის მიმართულებით.
იმიტირებული სასამართლო პროცესი შეაჯამა მოსამართლე - გიორგი ბჟალავამ (სამართლის მაგისტრი, იურისტი, ტრენერი) და მოწვეულმა სტუმრებმა. გამოვლინდა ორი გამარჯვებული მხარე შემდეგი სქემის მიხედვით:
განაჩენით, გამარჯვებული დაცვის მხარე - გოგა კაკოჩაშვილი, ქეთი ბერიძე, გულჩინა ახმედოვა და ნიკა ძიძიგური (თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული)
შეფასების სქემის მიხედვით (ქულებით) გამარჯვებული ბრალდების მხარე - მარიამ მაღლაკელიძე, თაკო ბერიძე, გიორგი ხვთისიაშვილი და გიორგი ქევხიშვილი.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უცხადებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ა(აიპ) საქართველოს იურისტთა ასოციაცია „ახალი იდეასა“ და იმიტირებული სასამართლო პროცესის თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი - არასრულწლოვანის დაკითხვის თავისებურება
2019 წლის 23 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინ...
ვრცლადშიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები
შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გ...
ვრცლადონლაინ კონფერენცია: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარება ცირკულარულ ეკონომიკაში
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი გიწვევთ პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე: &quo...
ვრცლად