
ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი
20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ ფორუმზე წარსდგება მოწვეული პარტნიორის სტატუსით.
აღნიშნული ფორუმი სასარგებლო და ინფორმაციულია სამართლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის.
ფორუმის მომხსენებლები იქნებიან უკრაინის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ცნობილი ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ასევე ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ უკრაინელი მეცნიერები და მკვლევარები.
ხარკოვის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს 2018 წელს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მხრიდან ეროვნული ღონისძიების სტატუსი მიენიჭა და მას მხარს უჭერს უკრაინის იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
ფორუმი ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
ღონისძიების პროგრამა იხილეთ აქ: Programme of Discussion Panels
რეგისტრაციისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://legalforum.nlu.edu.ua/en/
მსგავსი სიახლეები
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პირველკურსელთა მის...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები“
2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება...
ვრცლადკორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
ვრცლად