გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia 11.08.2022

გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia

2022 წლის სექტემბერში  ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA- პროექტის მასპინძელია; კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ- ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC).

EIA- პროგრამა განკუთვნილია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის (ან მათთვის, ვინც უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ მეწარმეობა და იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე. EIA- პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.

EIA- პროექტი ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით.

ბანაკში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე:

https://forms.gle/82EA3WXtH3QJxBmp8

მსგავსი სიახლეები

ვიზიტი ტექნოპარკში 22.04.2023

ვიზიტი ტექნოპარკში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტი ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას - სამართლის მეცნიერთა კავშირს მორიგ წარმატებას 07.08.2021

სამართლის ფაკულტეტი ულოცავს პარტნიორ ორგანიზაციას - სამართლის მეცნიერთა კავშირს მორიგ წარმატებას

სამართლის ფაკულტეტი ულოცავს  „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარეს ზურა ჭყონიას, კავშირის თითოეულ წევრსა და საერთაშ...

ვრცლად