
არ გამოტოვო! სასწავლო ცენტრი
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ორგანიზებით შპს სასწავლო ცენტრი ,,გზა მომავლისკენ" გამართავს სხვადასხვა პროექტის, აქტივობისა და პროფესიული კურსის პრეზენტაციას.
,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებასა და მათ დასაქმებაში ხელშეწყობას. შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი და იურისტ- ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა.
შეხვედრაზე მონაწილოებას მიიღებენ ცენტრის სხვა წევრებიც, კურსდამთავრებულები და ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან ახალგაზრდებს.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის N31
მსგავსი სიახლეები
მაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები
5 აპრილს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება მაია ბენიას საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული ე...
ვრცლადკორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
ვრცლად