არ გამოტოვო, ჩაერთე საერთაშორისო სამართლის სკოლის პროექტში! 20.12.2022

არ გამოტოვო, ჩაერთე საერთაშორისო სამართლის სკოლის პროექტში!

 

საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია (GYRA) და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (IISR), თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (THU) მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო სამართლის ქართულენოვანი სკოლისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

საერთაშორისო სამართლის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, მედიისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

საერთაშორისო სამართლის სკოლა მოიცავს ექვსი მოდულისგან შემდგარ კურსს, პროექტის ფარგლებში მოწვეული ტრენერების მიერ განხილული იქნება:

  1. შესავალი საერთაშორისო სამართალში;        
  2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სამართალწარმოება;    
  3. ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი;
  4. თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართალში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ანალიზი;
  5. 2014 წლის ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის შეიარაღებული კონფლიქტი;  
  6. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივები.                        
  7. საერთაშორისო სამართლის სკოლას გაუძღვებიან:

გიორგი ჩაჩხიანი - სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი/ საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი;

გვანცა დოლბაია - საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის მოწვეული ტრენერი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით;

ელიზაბეტ კაკაბაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველო.


სად და როდის ჩატარდება?

საერთაშორისო სამართლის სკოლა ჩატარდება 2022 წლის 24-25 დეკემბერს თბილისში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კამპუსში.

შერჩეული მონაწილეებისთვის პროექტში მონაწილეობის ხარჯები, გარდა ტრანსპორტირებისა და განთავსებისა, დაფარულია ორგანიზაციის მიერ.

ყველა წარმატებული მონაწილე მიიღებს შესაბამის ინგლისურენოვან სერტიფიკატს.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 20 დეკემბრისა -        
https://forms.gle/USA4Lw2gBai9biLaA  

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: info.institute.strategic.research@gmail.com

საერთაშორისო სამართლის ქართულენოვანი სკოლა წარმოადგენს ინგლისურენოვანი საერთაშორისო პროექტის Spring School on International Law ქართულ ანალოგს, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა წარმატებით ახორციელებს მსოფლიოს 6 კონტინენტსა და 50 ქვეყანაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა! 15.03.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!

კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!

ვრცლად
თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა! 03.04.2017

თჰუ აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს 2017 წლის 11 თებერვლის N2 სხდომაზე განხილულ იქნა და თჰუ აკადემ...

ვრცლად
ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში 29.04.2021

ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius Universi...

ვრცლად