
სამუშაო შეხვედრა თემაზე - ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ.
2022 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ანტიპლაგიატის პროგრამის იმპლემენტაციის თაობაზე ყველა საჭირო სასწავლო დონეზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროგრამის ხელმძღვანელები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
განსახილველ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი აკადემიური
კეთილსინდისიერების დაცვის, პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და რეაგირების წესთან მიმართებით. შეხვედრის შინაარსი და ფორმატი შეფასდა დადებითად.
მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით
ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...
ვრცლადონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018
პირველად საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი პორტალი www.HR.ge ორგან...
ვრცლად