სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია 20.04.2023

სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 23 აპრილს, თბილისის დროით 11 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართავს სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაზე მომხსენებლის სახით წარსდგება საქართველოს, უნგრეთის, შრი ლანკის, რუმინეთის, უზბეკეთის, მაროკოს, ჩრდ. მაკედონიის რესპუბლიკის, იტალიის, თურქეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, ავსტრიის, ყაზახეთისა და საბერძნეთის 18 უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

მოხსენებები შეირჩა 122 უნივერსიტეტიდან მიღებული 213 აპლიკაციის მიხედვით. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ათობით უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ წვდომა ექნებათ ყველა წარმოდგენილ პრეზენტაციაზე და შეძლებენ დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში მონაწილეობის მიღებას.

სტუდენტთა საერთაშორისო ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება დისტანციურ ფორმატში.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გამოაგზავნონ 21 აპრილის ჩათვლით,  მითითებულ ბმულზე : https://forms.gle/iwXUtukdprwCZRYPA

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 27.02.2017

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

2017 წლის 25 თებერვლის საკონკურსო კომისიის სხდომის შედეგები: 1. ჯანდაც...

ვრცლად
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში 25.11.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია - უახლესი ტექნოლოგიები და სამკურნალო საშუალებები მედიცინაში

2020 წლის 26 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარინე შავლაყაძი...

ვრცლად