“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“ 30.05.2023

“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“

ამა წლის 29 მაისს, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიება -“ბიბლიოთეკა - სამეცნიერო კვლევის ხელშემწყობი“, რომელიც დაეთმო საბიბლიოთეკო საქმიანობისა და ბიბლიოთეკის როლის განსაზღვრას ღია მეცნიერების განვითარების პროცესში. 

        აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები ესწრებოდნენ, როგორიცაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, EOSC, EIFL, GEANT, GRENA, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, უცხოელი და ქართველი კოლეგებისგან გაჟღერდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, სამომავლოდ, საქართველოში საბიბლიოთეკო საქმიანობასა და ღია მეცნიერების პრაქტიკებს განავითარებს.

         განხორციელდა  ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და რეზიუმირება.  დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და ტრენინგები. შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.

       აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს 26.10.2020

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს

2020 წლის 23 ოქტომბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა პრეზენტ...

ვრცლად
ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი 29.04.2020

ახალი პროექტი - ონლაინ იმიტირირებული სასამართლო პროცესი

ა/ო ,,ახალგაზრდული გაერთიანება“ გთავაზობთ ახალ პროექტს ონლაინ იმიტირებული სასამ...

ვრცლად
ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“ 28.02.2018

ახალგაზრდული კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის!“

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაერ...

ვრცლად