საერთაშორისო ვებინარი საინვესტიციო სამართლის თემატიკაზე 05.06.2023

საერთაშორისო ვებინარი საინვესტიციო სამართლის თემატიკაზე

 

თბილისის ჰუმაიტარული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, პარტნიორი ორგანიზაციების საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის  ორგანიზებით   საინტერესო ვებინარი ჩატარდა თემაზე ,-"საერთაშორისო საინვესტიციო სამართლი".

ვებინარს უძღვებოდა გეტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელიდოქტორანტი, ლეიდენის უნივერსიტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი და საინვესტიციო სამართლისა და არბიტრაჟის ევროპის ფედერაციის ბლოგის მთავარი რედაქტორი, აგატა დასზკოსი - “Between Black & White: Understanding International Investment Law and Arbitration".

ვებინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფ. ლია ჭიღლაშვილმა და სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა.

ებინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებ კაიროს, ნიუ ვიჟენის, ლიბანის, იბადანის, ქუაიდი აზამი, მალაიზიას, ფილიპინების, უტელის უნივესიტეტებიდან და კოლეჯებიდან, ვებინარს ასევე დაესწრნენ დაინტერესებულ პირებსაბერძნეთიდან, ეგვიპტიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პაკისტანიდან და მადაგასკარიდან.

ვებინარს მოდერირებას უწევდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი, გვანცა დოლბაია.

ინიციატივა ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დარგის საერთაშორისო ექსპერტებისა და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება და მსოფლიოს მასშტაბით ასობით სტუდენტს გააერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 20.04.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად
ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის 28.05.2020