ისწავლე იტალიაში,  Erasmus + გაცვლითი პროგრამა 29.08.2023

ისწავლე იტალიაში, Erasmus + გაცვლითი პროგრამა

სტუდენტთა საყურადღებოდ !

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურს 2023-24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ინსუბრიას  უნივერსიტეტში (იტალია ) სწავლის მსურველთათვის.

 

კონკურსი განკუთვნილია სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-2,3,4 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი. იტალიაში სწავლის დროს მოპოვებული კრედიტების აღიარება მოხდება უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ. სწავლება წარიმართება იტალიურ ენაზე. აუცილებელია იტალიური ენის მინიმუმ B1 დონის ფლობა, მობილობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს.

 

რეგისტრაციისათვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე thu-posta@thu.edu.ge, 20 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატის გამოსავლენად, გაიმართება ტესტირება და გასაუბრება.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანატს.

დაწვრილებითი ინფორმაციას, მიმღები უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით მითითებულ ბმულზე    https: www.uninsubria.it

მსგავსი სიახლეები

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია 01.06.2021

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

რეგისტრაცია დაიწყო... თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 13.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებ...

ვრცლად