
სამართლის პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა" დაინერგა
2023 წლის 5 ოქტომბერს, IFES-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)-სა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის უპირველესი მიზანია, უნივერსიტეტში დაინერგოს IFES-ის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება და ამაღლდეს სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციები.
თავის მხრივ, IFES, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად და USAID-ის თანადგომით, იზრუნებს სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და მდგრადობას.
მსგავსი სიახლეები
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განახორციელდა შემდეგი ღონ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მე...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლად