კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 26.02.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

სამართლის  ფაკულტეტი:

სამართლის საბაკალავრო/სამაგისტო პროგრამის ფარგლებში:

  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა- კერძო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;
  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა-სისხლის სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;
  • აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;

 

საკონკურსო  პირობები:

ასოცირებული პროფესორი
ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

  • არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
  • აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ინგლისურ ან/და გერმანულ ენებზე სალექციო კურსის წარმართვის გამოცდილებაც;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას; 
  • ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს ქართულ ენაზე,  აგრეთვე ინგლისურ ან/და გერმანულ  ენებზე;
  • საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად; 
  • აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აფილირებულობა:
  • აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე განწესების შესახებ;
  • აკადემიურ პერსონალთან ასევე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით;
  • აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ:

 

  • მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომის ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული სხვა უსდ-თან აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება;
  • იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სახელით;
  • თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით; აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება, თუ:
  • არც ერთ სხვა უსდ-თან არ თანამშრომლობს;
  • პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე.


კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ;
  • აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • უცხო ენის (ინგლისური ან/და გერმანული) ფლობის სერტიფიკატი (C1 დონე);
  • •    ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ქართულ  და  აგრეთვე ინგლისურ ან/და გერმანულ  ენებზე ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
  • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით; 
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი  დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8  წლით. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით.  
ღია კონკურსი ცხადდება 2018 წლის 20 თებერვლიდან ; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31 ( ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge);  2018 წლის 21 მარტის  10.00 საათიდან  2018  წლის  7  აპრილის  ჩათვლით   17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.
საკონტაქტო ტელ:  +995 32 254 5908;  +995 32 254 59 09.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის 10 აპრილს ,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;
საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი,  +995597540096.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 17.06.2021

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

* ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის კვალიფიცირებულ და ევროპული (EAGT) აკდრედიტაციის მქონე პროფ...

ვრცლად
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021 12.08.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ვრცლად