
საერთაშორისო კონფერენცია პაფოსში
2023 წლის 18-21 ოქტომბერს პაფოსში (კვიპროსი) ჩატარდა ევროპის კულტურული ტურიზმის XVI საერთაშორისო კონფერენცია „ჭკვიანი ტურიზმი/ჭკვიანი ტურისტული ადგილები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორი ნონა გელიტაშვილი და ასოცირებული პროფესორები ირმა მოლაშხია და მაია მელაძე (კვლევებისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტი), ასევე ასისტენტი ანა გვარამაძე და კოორდინატორი ირმა წიკლაური.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: კვიპროსის ტურიზმის სამინისტრო, ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი ECTN-თან ერთად, რომელიც წარმოადგენს კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე ერთადერთ პანევროპულ ქსელს და მისი წევრები სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები არიან. ECTN არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აფილირებული წევრი.
კონფერენციაზე ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ, ასისტენტ ანა გვარამაძესთან ერთად წარადგინა „ჭკვიანი აპლიკაციები საქართველოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ცნობადობის გაზრდისთვის“ (Smart Applications in raising awareness of Georgian UNESCO World Heritage Sites). ასოცირებული პროფესორ ირმა მოლაშხიას, პროფესორ ნონა გელიტაშვილის და კოორდინატორ ირმა წიკლაურის საკონფერენციო თემა: „ენერგიის ეფექტურობის ტექნოლოგიები საქართველოში მდგრადი კულტურული ტურიზმისათვის“ (Energy Efficient Technologies for Sustainable Cultural Tourism in Georgia) აუდიტორიას მ. მელაძემ გააცნო.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენელი, დაისახა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
გადმოწერა:
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი პოლონური პროექტის პარტნიორია!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ამიკუს საზოგადოების (Amicus Society) პოლონური პროექტის პარტნიორია. Polska pomoc rozwojo...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილო...
ვრცლად