
თჰუ „საქართველოს მეცნიერთა კავშირის“ საქმიანობის ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა
2023 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრთა მორიგი შეხვედრა შედგა. კავშირის თავმჯდომარემ, ზურაბ ჭყონიამ, წარმოადგინა ანგარიში, გაწეული საქმიანობის შესახებ. მან ასევე ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია. სამართლის მეცნიერთა კავშირის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და ორგანიზაციის სხვა წევრები.
მსგავსი სიახლეები
თჰუ - ს ასოცირებული პროფესორი სტუმრად გადაცემა „დილის პალიტრაში“
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის...
ვრცლად