Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა 12.03.2024

Erasmus+ მსხვილმაშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული შეხვედრა

2024 წლის 6 მარტს ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) და საქართველოს Erasmus+ეროვნული ოფისის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+მსხვილმასშტაბიანი CBHE პროგრამის კლასტერული, ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა.

CBHE მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან პროგრამასთან ასოცირებულები. როგრამის მთავარი მიზანია პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების მდგრადი განვითარების, დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის და მობილობის ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა დიალოგის რეჟიმში, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს ევროკომისიის წარმომადგენელმა  ჯორჯინა პლესუმ, კახა ხანდოლიშვილმა  (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო), მარიამ სულაშვილმა (Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში) და როზალბა ნარდელმა (EACEA).

მსგავსი სიახლეები

შიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა 10.04.2021

შიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“...

ვრცლად
გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე! 09.09.2018

გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!

გამოცხადდა კონკურსი თჰუ სამართლის ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრაციის ვადაა 2018 წლის...

ვრცლად