ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმართავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო პოლიტიკას, შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო და კვლევითი მუშაობისა და პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დამფუძნებელთა (პარტნიორთა) კრების წარდგინებით 4 წლის ვადით.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს უნივერსიტეტში  სწავლების ხარისხის ამაღლებას;  სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებისა და  პრინციპების დანერგვას; უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების წარმართვას, სისტემატური თვითშეფასების განხორციელებას; საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის  ინტეგრაციას; თანამშრომლობას საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებასა და ანალიზს; საზოგადოებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებას და რეალიზებას; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას; უნივერსიტეტის მართვაში თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობას; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ფინანსურ მხარდაჭერას.