კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 21.04.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 

1.   სამართლის ფაკულტეტი:
პროფესორი (მიმართულება- სამართალი, დარგი/სპეციალობა - სისხლის სამართალი) - 1 საშტატო ერთეული;

 
2.   ჯანდაცვის  ფაკულტეტი:
ასოცირებული პროფესორი  1 საშტატო ერთეული;

 

3.  საკონკურსო  პირობები:

 

3.1.  პროფესორი

პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები;

გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

3.2. ასოცირებული პროფესორი

ასოცირებულ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;

ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ  სასწავლო დისციპლინაში მომაზდებულ სილაბუსს/სილაბუსებს;

ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპიურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობითა ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული;
  • ნოტარიულად დამოწმებული აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურბელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
  • ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
  • ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით.
  • ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;
  • განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

 

კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი  დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .

 

აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება უვადო შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, სავალდებულო პერიოდული ატესტაციის პირობით;

კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტით. 

 

ღია კონკურსი ცხადდება 2016 წლის 21 აპრილს; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31;  2016 წლის  22  მაისის  10.00 საათიდან  2016  წლის  1 ივნისის  ჩათვლით   17.00 საათამდე,  კვირის  და სადღესასწაულო დღეების გარდა.

 

საკონტაქტო ტელ:  254 5908 254 59 09.

საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2016 წლის 4 ივნისს,  ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;

საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი,  597540096

მსგავსი განცხადებები

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

  2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუ...

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები 10.03.2022

საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები

12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პრ...

ვრცლად