პროექტი უწყვეტი განათლება 06.05.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „საკანონმდებლო ცვლილებათა სამართლებრივი შედეგები საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკული პრობლემები ცვლილებათა ჭრილში“

2021 წლის 11 მაისს 20:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე, - "საკანონმდებლო ცვლილებათა სამართლებრივი შედეგები საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკული პრობლემები ცვლილებათა ჭრილში"

საჯარო ლექციას, დისტანციურ რეჟიმში წარუძღვება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის  პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი.

ლექციათა ციკლი განკუთვნილია სამართლის დარგის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის.

სრული კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

საჯარო ლექცია გაიმართება Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.

მსგავსი განცხადებები

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია 20.02.2024

არ გამოტოვო! ონლაინ სამეცნიერო დისკუსია

  2024 წლის 2 მარტს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუ...

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები 10.03.2022

საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები

12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პრ...

ვრცლად