28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება
გაცნობებთ, რომ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 28 მაისს - (19:00 საათზე) გაიმართება ვებინარი (ნაწილი II) თემაზე - ,,1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება.“
ვებინარს წარუძღვება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, არაერთი სახელმძღვანელოსა და მეცნიერეული ნაშრომის ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ოთარ ჯანელიძე.
ვებინარზე დასწრება არის უფასო.
ვებინარზე დამსწრე პირთა რაოდენობა შეზღუდულია.
სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული pdf ფორმატის ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატის გაცემა.
ვებინარი გაიმართება Google Meet-ის მეშვეობით.
ვებინარზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ორგანიზაციის ელ.ფოსტაზე - civiceducationcentre@gmail.com არაუგვიანეს 27 მაისისა.
მსგავსი განცხადებები
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალები (ქ.თბილისი, 6 დეკემბერი, 2021)
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები
12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პრ...
ვრცლად