
Erasmus + პროგრამის ფარგლებში, სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი ჯანეთ კირილოვას ვიზიტი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, Erasmus + პროგრამის ფარგლებში, სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი ჯანეთ კირილოვა ეწვია.
ვიზიტის მიზანი სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
5 დღის განმავლობაში პროფესორი ჯანეთ კირილოვა აქტიურად ჩაერთო აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობებში. მან ჩაატარა საჯარო ლექციები ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
პროფესორის შეფასებით ვიზიტი იყო ინფორმატიული, ნაყოფიერი და პროფესიულად ღირებული.
მსგავსი სიახლეები
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“
2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური აგრძელებს სტუდე...
ვრცლად