
პროფესორ ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სემინარში „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი ინოვაცია და მეწარმეობა“
პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სემინარში „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი ინოვაცია და მეწარმეობა“. სემინარისთვის შეირჩა 22 კურსდამთავრებული მსოფლიოს 19 ქვეყნიდან, რომლებიც ამჟამად სხვადახვა დარგის პროფესორები, ექსპერტები და პრაქტიკოსები არიან. სემინარის მიზანი გახლდათ მდგრადობის, მწვანე ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მიდგომების შესწავლა. კურსდამთავრებულთა სემინარი ჩატარდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების მართვის დეპარტამენტის პროფესორის, დოქტორ იან კრაცერის, ასევე კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით.
პროფესორი ნონა გელიტაშვილი მოხსენებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. სემინარის ფორმატიდან გამომდინარე, მან წარმოადგინა საკუთარი ინიციატივა: „GreenStep Advisory - მწვანე საწარმოების გაძლიერება საქართველოში აკადემიური ექსპერტიზის დახმარებით“, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური კვლევის, ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და მცირე საწარმოების დაკავშირებას, საქართველოს მწვანე გარდამავალი პერიოდის ხელშესაწყობად. ნონა გელიტაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტების მნიშვნელოვან როლს მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად – მათ შორის მდგრადი ბიზნეს-პრაქტიკის დანერგვაში, ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. გარდა ამისა, ნონა გელიტაშვილმა ისაუბრა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე სტარტაპ ინიციატივებსა და ინოვაციურ პროექტებში, რაც ხელს უწყობს ცოდნაზე დაფუძნებული და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებას ქვეყანაში.
სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სტარტაპებისა და მწვანე ბიზნეს მოდელების შესახებ დისკუსიებში, გაცნობოდნენ სიახლეებს მდგრადი ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში, მოენახულებინათ ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის EUREF-კამპუსი, ბერლინის ტექნოპარკები და Motion Lab, სადაც პროტოტიპების შექმნის, ინოვაციისა და სტარტაპების მხარდაჭერის უახლესი მიდგომების ადგილზე ნახვაა შესაძლებელი. ამ გამოცდილებამ პრაქტიკული ინფორმაცია მისცა მონაწლეებს, თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებსა და ინოვაციურ ცენტრებს მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვაში.
კვირა დასრულდა მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობაში კურსდამთავრებულების როლის შესახებ ძირითადი მიგნებებისა და შედეგების შემაჯამებელი გუნდური პრეზენტაციებით.
ინფორმაცია კურსდამთავრებულთა სემინარის შესახებ გამოქვეყნდა TU Berlin-ის LinkedIn გვერდზე: https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7381253430650224640/
ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მზადდება მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია და ინტერვიუები.
სემინარის მსვლელობისას საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო კონტაქტებს, რაც გლობალური აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას და მდგრადი ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
მსგავსი სიახლეები
სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას
სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ელსევიერთან’&rsquo...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები
2020 წლის 26-27-28 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში და იყალთოს აკადე...
ვრცლად