საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება 28.02.2019

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
▪️ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
▪️ მაგისტრატურის სტუდენტებს;
▪️ დოქტორანტურის სტუდენტებს;

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა:
▪️ მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0);
▪️პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის ფორმაზე ხელის მოწერა.

თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 1-დან 31 მარტის ჩათვლით ხელი უნდა მოაწერონ თანხმობის ფორმას, რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე N 22 აუდიტორიაში.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge/ 

 

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 09.09.2017

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ვრცლად
ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან 31.05.2021

ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

2021 წლის 30 მაისს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ და მო...

ვრცლად