სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.
თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროთეზის ბაზისის სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
2020 წლის 2 ნოემბერს თჰუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტზე გაიმართა აფილირებული ასისტენტის დოდო მაღრაძის და აფილირებუ...
ვრცლადვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა (თვით-განვითარების მნიშვნელობა)
2020 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუ...
ვრცლადსაუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ!
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი აკადემიური პროგრამის განვითარების დარგობრივი კომისიის მიერ შემუშავდა სამართლის 180 კრედიტი...
ვრცლად
