ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმართავს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა საუნივერსიტეტო პოლიტიკას, შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო და კვლევითი მუშაობისა და პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხს. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს ეროვნულ და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ნიშნავს რექტორი ბრძანებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დამფუძნებელის, რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსია : ნინო სეფაშვილი