უწყვეტი განათლების ცენტრი
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიზანია:
* სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპის ხელშეწყობა;
* საგანმანათლებლო სასერთიფიკატო კურსების შეთავაზება;
* უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალის, სტუდენტების და კურსდამთავრებულებისნ კვალიფიკაციის ამაღლება;
* ტრენინგ- პაკეტებისა და სასწავლო კურსების, შემუშავება-განხორციელება;
* საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით;
* საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა.
უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ამოცანაა:
* თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალის და სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსების, საჯარო ლექციების, ტრენინგების, უცხო ენის შემსწავლელი გაღრმავებული ინტენსიურ კურსების, უცხოენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსების ორგანიზება/განხორციელება და სხვა;.
* სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო კონსულტაციის და დახმარების გაწევა დაინტერესებული მხარეებისთვის.