ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის შესახებ

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა საუკეთესო საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება, რომელიც სასწავლო პროცესში იყენებს საკუთარ მატერიალ-ტექნიკურ ბაზას.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმოდგენილია ქართულენოვანი, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სტომატოლოგიური პროგრამები. ფაკულტეტი გამოირჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო კლინიკური ბაზებით. ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ფუნდამენტური და კლინიკური სასწავლო ლაბორატორიები.

ასევე, ფაკულტეტს აქვს საკუთარი სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა. ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

ჯანდაცვის ფაკულტეტის მისიაა - ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციის, კვალიფიკაციისა და მაღალზნეობრივი პრინციპების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ჯანდაცვის სფეროში (სტომატოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდავცა და სხვ.), ინოვაციური სწავლებისა და კვლევის სინთეზის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პროცესის მხარდაჭერით. ფაკულტეტის მისიაა,  სერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ტენდენციების   გათვალისწინებით,   მოამზადოს ჯანდაცვის სფეროს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც საკუთარი ცოდნით, უნარებით და პასუხისმგებლობით ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და საზოგადოების დემოკრატიულ, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

 

ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი 

პროფესორი ილონა საყვარელიძე

ელ-ფოსტა: ilonasakvarelidze@mail.ru

 

 

 

 

 

 

 

ძვირფასო ახალგაზრდებო და მომავალო სტუდენტებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე, სადაც თქვენს განათლებაზე იზრუნებენ მაღალკვალიფიციური, დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები.

ჯანდაცვის ფაკულტეტის მიზანია, მოამზადოს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, პროფესიონალი და კვალიფიციური კურსდამთავრებული, რომელიც მზად არის შემდგომი განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

ფაკულტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებზე დაფუძნებულ, განათლებასა  და მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

მჯერა, ჩვენთან შეძენილი ცოდნა, ცხოვრების მომავალ გზაზე თქვენი პროფესიული და პიროვნული წარმატების საფუძველი გახდება.

 გახსოვდეთ, განათლება არის გზა, წარმატებული ცხოვრებისაკენ!

გისურვებთ წარმატებას!