სამსახურის შესახებ
|
სამსახურის მიზანია სასწავლო პროცესების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესისათვის ხელშეწყობა. სამსახურის ამოცანებია: 1. სასწავლო პროცესის მართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 2. სტუდენტთა მიერ ძირითადი და დამატებითი სპეციალობების არჩევის პროცესის კოორდინაცია და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; 3. სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; 4. ფაკულტეტების სასწავლო საქმიანობის კოორდინაცია, ამ სფეროში სათანადო ინფორმაციის მიღება და დამუშავება; 5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი; 6. ავტორიზაციის აკრედიტაციის გავლისათვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო სამუშაოების ჩატარება; 7. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა დებულებებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა; 8. სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით რექტორის მიერ მიღებული ბრძანებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; 9. ფაკულტეტის მიერ აუდიტორიების შეთანხმებული და დადგენილი წესით გამოყენების პროცესის კოორდინაცია. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ნანა ბიჩენოვი. |
|
2003-2007– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.სპეციალობა: ადმინისტრაციული და ეკონომიკური სისტემების მართვა და კომპიუტერული ავტომატიზაცია. ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაკალავრი. 2011-2013 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი. შენობისა და მართვის სისტემების ავტომატიზაციის მაგისტრი. 2016 წელს მიენიჭა მექანიკური ინჟინერიის, მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის დოქტორის ხარისხი. 2010 წლიდან მუშაობს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეულ მასწავლებლად, 2011-2016 წლებში – სასწავლო პროცესის კოორდინატორი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, 2012-2013 წლებში – მოწვეული მასწავლებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2016 წლიდან – თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ოფისის ხელმძღვანელი. ნანა ბიჩენოვი არის 4 სამეცნიერო სტატიის ავტორი და ერთი წიგნის თანაავტორი. |

