სამსახურის შესახებ

- თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური, რომლის მიზანია გამოიკვლიოს შრომის ბაზარი და დაადგინოს თუ რა პროფესიებზეა მოთხოვნა, რათა განხორციელდეს ამ მოთხოვნების შესაბამისი განათლების დაგეგმვა, ორგანიზება და მიწოდება სტუდენტებისათვის, იმისათვის რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს დასაქმება.

- სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, აქვს მჭიდრო და დაგეგმილი კოორდინაცია პოტენციურ დამსაქმებლებთან, სტუდენტების უშუალო ჩართულობით. იგი განსაზღვრავს სამიზნე აუდიტორიას, პოტენციური დამსაქმებლების სეგმენტურად დაყოფას, უზრუნველყოფს კარიერული პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი კანდიდატურების შერჩევასა და შეხვედრების დაგეგმვას, დამსაქმებელთან სტუდენტთა უშუალო კონტაქტის უზრუნელყოფას.

- სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური სტუდენტებისათვის გეგმავს ტრენინგებს, რა დროსაც  სტუდენტები სწავლობენ, როგორ შეადგინონ რეზიუმე, როგორ დაწერონ მაღალი დონის სამოტივაციო წერილი, როგორ აწარმოონ ინტერვიუ/მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან.

 

სტუდენტთა საკონსულტაციო მექანიზმის აღწერა 
სტუდენტური ინიციატივები 

სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერა 

სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმები 

საგანმანათლებლო პროგრამის/ კურიკულუმსმიღმა აქტივობების განხორციელება/შეფასების წესის გაცნობა და საზოგადოებრივ განვითარებაში კონტრიბუციის მიზნით დაგეგმილი აქტივობების აღწერა 

უცხოელი სტუდენტთა სოციალიზაცია 

სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი