საერთაშორისო სტუდენტების მიღების წესი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
● აპლიკაცია;
● პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
●საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (ტრანსფერი სტუდენტებისთვის: უნივერსიტეტის ოფიციალური ნიშნების ფურცელი).
● 18 წლამდე აპლიკანტებისთვის: დაბადების მოწმობის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და მშობლის/მეურვის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
● ფოტო 3X4;
● დაზღვევა;
●აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქართული, ინგლისური, რუსული ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert®, EnglishScore და სხვ.) ან ენის B1 დონეზე ფლობის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა.
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აღიარებისთვის და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოსაპოვებლად.
ვიზა და ბინადრობის ნებართვა
საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღება ხშირად კომპლექსური და რთული პროცედურაა. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მიზნობრივ ინდივიდუალურ დახმარებას, რაც მოიცავს დახმარებას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სახელმწიფოს ორგანოებთან კომუნიკაციაში.
საქართველოში მყოფმა უცხოელმა ბინადრობის მოწმობის აღების მოთხოვნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://sda.gov.ge ვიზის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka
საცხოვრებელი
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტუდენტების ინფორმირებას თბილისში საცხოვრებელი ბინების თაობაზე. ასევე სტუდენტს საცხოვრებელი ბინების თაობაზე ინფორმაციის მოძიება შეუძლია შემდეგ ვებ-გვერდებზე:
