ტრენინგი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები 19.12.2021

ტრენინგი - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძე და ნინო აბაიშვლმა 2021 წლის 14-15 დეკემბერს მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში სახელწოდებით "ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" მონაწილეობა - პრაქტიკული ასპექტები". ტრენინგი განკუთვნილი იყო მკვლევრებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, დოქტორანტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც აინტერესებს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" და ევროპული კვლევების სფეროში მონაწილეობა

ტრენინგის მთავარი მიზანი იყო პრაქტიკული შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარება ისეთი მნიშვნელოვანი თემის განსახილველად, როგორიცაა საპროექტო წინადადებების მომზადება.

 

ტრენინგის შინაარსი მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი თემებით

  • ინფორმაციის წყაროები პროგრამასთან დაკავშირებით
  • თემებისა და კონკურსების მოძიების გზები
  • საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართულობის შესაძლებლობები
  • ერთობლივი წინადადების შემუშავების გამოცდილების განხილვა
  • საპროექტო წინადადებების მნიშვნელოვანი ასპექტები
  • ლექციებში და ინტერაქტიულ სამუშაოებში მონაწილეობისთვის საჭირო ინსტიტუციური წინაპირობები
  • პრაქტიკული მაგალითები და შეკითხვების ფორმულირების შესაძლებლობები

ტრენინგს უძღვებოდა ჰერბერტ ჰაუბოლდი, რომელიც წარმოადგენს ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს. ჰერბერტ ჰაუბოლდს აქვს ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში საპროექტო წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში 23.05.2016

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში

2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სა...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 28.01.2023

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის,  მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰ...

ვრცლად