პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო 25.03.2022

პროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო

2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ თანაორგანიზებით გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თანადამფუძნებელი წევრის, ქართული სამართლის მეცნიერების კორიფე, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ღონისძიება გაიმართა პლათფორმა ზუმის მეშვეობით.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ქართული სამართლის მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეები, სამეცნიერო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი მინდია უგრეხელიძე.

შეხვედრა გახსნა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჭყონიამ და ბატონ ოთარ გამყრელიძეს მიულოცა იუბილე. ზურაბ ჭყონიამ, რომელიც ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორია, აღნიშნა, რომ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გეგმავს ბატონი ოთარ გამყრელიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ჟურნალ ,,სამართლის მაცნეს“ სპეციალური საიუბილეო ნომრის გამოცემას.

მან ასევე დამსწრეებს აცნობა, რომ გამომცემელი ღიაა თანამშრომლობისათვის და მიესალმება ნებისმიერ მხარდაჭერას საიუბილეო ნორმის გამოცემასთან დაკავშირებით. ბატონ ოთარ გამყრელიძეს იუბილე მიულოცა ასევე „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ დირექტორმა, ბატონმა ლაშა ბრეგვაძემ, რომელმაც ისაუბრა ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე.

ბატონი ოთარ გამრელიძის პიროვნებაზე, ღვაწლსა და შემოქმედებაზე ისაუბრეს გამომსვლელებმა:

ბატონმა მინდია უგრეხელიძემ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - ბატონმა მერაბ ტურავამ,

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლემ - ბატონმა ლადო ჭანტურიამ,

პროფესორებმა: დავით სულაქველიძემ,

ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა,

დოდო ჯულუხაძემ,

გოგი თოდრიამ,

ნონა თოდუამ,

ედიშერ ფუტკარაძემ,

გივი ლობჟანიძემ,

ფრაიბურგის „მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის“ სახელით - პროფესორმა ელენე წიკლაური-ლამიხმა,

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა - ბატონმა მამუკა თავხელიძემ,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა- ქალბატონმა ლელა ჯანაშვილმა,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - ბატონმა დავით ასათიანმა,

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ბატონმა ანრი ოხანაშვილმა,

„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა - ქალბატონმა ეკა ბესელიამ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით - მისმა რექტორმა, ბატონმა მამუკა თავხელიძემ იუბილარს, ქართული სამართლის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ოფიციალურად გადასცა უნივერსიტეტის სახელით საპატიო დოქტორის დიპლომი. დასასრულს, იუბილარმა ღონისძიების ყველა მონაწილისადმი გამოხატა მადლიერება.

მსგავსი სიახლეები

მარია სკლადოვსკაია-კიურის აქტივობები: სტრატეგიული ხედვები 23.08.2021

მარია სკლადოვსკაია-კიურის აქტივობები: სტრატეგიული ხედვები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 18 აგვისტოს დაესწრო საერთაშორისო ვებინარს თე...

ვრცლად
19 მაისს თჰუს ეზოში გაიმართება ჩვენი სტუდენტის - ნაზი გაჯიევას ნახატების გამოფენა 17.05.2018

19 მაისს თჰუს ეზოში გაიმართება ჩვენი სტუდენტის - ნაზი გაჯიევას ნახატების გამოფენა

სტუდენტთა საყურადღებოდ!! 19 მაისს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართებ...

ვრცლად
კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის 06.02.2020

კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრ...

ვრცლად