
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი (შეხსენება)
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ბიზნესი და ტურიზმი;
- სტომატოლოგია და ფარმაცია;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 50 ევროს, საქართველოს მოქალაქეთათვის - 50 ლარს.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2024 წლის 24 ოქტომბრამდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com
საკონტაქტო პირი
გიორგი ხარშილაძე - მობ. 555 308 708
მაია მელაძე - მობ. 593 93 07 54
თეზისების გაფორმების მოთხოვნები
- თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი
მსგავსი სიახლეები
„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“
2024 წლის 22-23 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდა „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024.“ ფ...
ვრცლადსამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით
2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამ...
ვრცლადმიმდინარე წლის 18 აპრილს ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა
მიმდინარე წლის 18 აპრილს ტარდება განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარ...
ვრცლად