სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით 06.03.2019

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას სამართლის სპეციალობით. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს.


კონფერენცია გაიხსნება 2019 წლის 10 ივნისს, 12 სთ.-ზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.


ხელმძღვანელის მიერ ვიზირებული საკონფერენციო თემები თჰუ-ის სამართლის ფაკულტეტზე წარმოდგენილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივნისისა.


მოხსენების ხანგრძლივობა 10-12 წთ., დისკუსია - 3 წთ.


თემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 
1. მოცულობა - არანაკლებ 5 არაუმეტეს 12 გვერდისა.
2. თემები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
3. შრიფტი - Sylfaen ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1;
4. თემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • ავტორი (სახელი, გვარი);
  • უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სახელწოდება;
  • ხელმძღვანელი (სახელი, გვარი, წოდება, აკადემიური თანამდებობა);
  • ნაშრომის სათაური;
  • ტექსტი (შინაარსი) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვადასხვა პროზები. წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება თჰუ-ის საკონფერენციო ჟურნალში.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:

https://goo.gl/forms/V9q54yY811nnqc8r1

მსგავსი სიახლეები

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული 08.11.2020

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული

ყოველი წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული...

ვრცლად
ევროკავშირის განათლების მე-11 რეგიონული კონფერენცია 11.02.2021

ევროკავშირის განათლების მე-11 რეგიონული კონფერენცია

ილინოისის უნივერსიტეტის ევროპის კავშირის ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას ევროკავშირის განათლების მე-1...

ვრცლად