
ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2025“ დაიწყო
საქართველოში სტუდენტური ფესტივალი “სტუდფესტი 2025” დაიწყო, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია. ფესტივალი მოიცავს მთელ წელს და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისათვის.
ფესტივალის მიზანია - შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის.
მიმდინარე წელს „სტუდფესტი-25“- ში კვლავაც აქტიურად ჩაერთო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა.
2 მაისს ფესტივალის ფარგლებში სასტენდო სროლის ტურნირი გაიმართა, სადაც თჰუ-ს ბიზნესადმინისტრირების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი რუსიფ იუსიფოვი მონაწილეობდა.
სტუდენტებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ ფესტივალში მონაწილოების მიღება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ ბმულს, შეავსოთ კითხვარი, რითაც დაეხმარებით "სტუდფესტი 2025-ს" თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვაში და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებთ ფესტივალს.
https://forms.office.com/pages/responsepage.aspx…
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,
სტუდენტთა თვითმმართველობა
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის კვლევის საგრანტო პროგრამა 2021-2022
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტთან (EUI) ერთად აცხადებს კვლევით საგრანტ...
ვრცლადევროკავშირის განათლების მე-11 რეგიონული კონფერენცია
ილინოისის უნივერსიტეტის ევროპის კავშირის ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას ევროკავშირის განათლების მე-1...
ვრცლად