ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 13.03.2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ოფიციალურ დოკუმენტს, ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თბილისის ჰუმანიტარული- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ვალენტინა საყვარელიძემ მოაწერეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სფეროს, განვითარების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში! 24.09.2020

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იმუშავებს საგანგებო რეჟიმში!

ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვების...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 22.07.2024

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილო...

ვრცლად