
„სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო 2025“
2025 წლის 30 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა „სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო-2025“ .
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თჰუ-ს ქართველი და უცხოენოვანი სტუდენტები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მხატვრულ-შემოქმედებითი პროგრამით, ლექსებს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ცეკვები, სიმღერები ქართულ და აზარებაიჯანულ ენებზე. შემოქმედებით საღამოზე საკუთარი ლექსები წაიკითხა სამართლის პროგრამის ლექტორმა პროფესორმა არჩილ ლორიამ.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა ქართული და ინგლისურენოვანი მადლობის სიგელები.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური,
სტუდენტთა თვითმმართველობა
გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!
2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმ...
ვრცლად3 მარტი - დედის დღე და 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე - უქმე დღეებია!
თჰუ-ს ადმინისტრაცია გილოცავთ გაზაფხულის დღეებს და აცხადებს: ...
ვრცლადსაინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის
2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთა...
ვრცლად