
Erasmus + პროგრამის ფარგლებში, სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი ჯანეთ კირილოვას ვიზიტი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, Erasmus + პროგრამის ფარგლებში, სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის (ბულგარეთი) პროფესორი ჯანეთ კირილოვა ეწვია.
ვიზიტის მიზანი სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
5 დღის განმავლობაში პროფესორი ჯანეთ კირილოვა აქტიურად ჩაერთო აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობებში. მან ჩაატარა საჯარო ლექციები ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
პროფესორის შეფასებით ვიზიტი იყო ინფორმატიული, ნაყოფიერი და პროფესიულად ღირებული.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ
2019 წლის 9 ოქტომბერს 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონსულტანტმა...
ვრცლად