სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია 07.08.2025

სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია

არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!

2025 წლის 20 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება  სტუდენტთა III საერთაშორისო, ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენცია.         

სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება  ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის,  მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.
 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.

 

თეზისის გაფორმების მოთხოვნები:

  1. თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2025 წლის 10 ნოემბრამდე,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com

საკონტაქტო პირი

ლია ჭიღლაშვილი  - მობ. 5 77 77 80 24

 

კონფერენციის რეგისტრაციისთვის ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს

https://forms.gle/d4knBveUTLBQJiyd6

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში 16.10.2020

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში&ldqu...

ვრცლად
კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები 16.03.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოე...

ვრცლად
საქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში 05.07.2021

საქართველოს ეკონომიკა Covid-19-ის პანდემიამდე და პანდემიის პერიოდში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით ჯალაღონიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იური პაპასქუას და თბ...

ვრცლად