შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული VII კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ 06.10.2025

შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული VII კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“

2025 წლის 26-27 ივლისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული  კონკურს-ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ გაიმართა.

ფესტივალი ხელს უწყობს შშმ პირთა ხელოვნებაში ჩართულობას, მათ შემდგომ განვითარებას, სრულ ინტეგრაციასა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ღონისძიებაში მონაწილეობდა 28 შშმ პირი, სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღნიშნული ფესტივალის მხარდამჭერთა შორის იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც.

დასკვნით ნაწილში, გაიმართა დაჯიდლოების ცერემონია, სადაც ფესტივალის ორგანიზატორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადასცა საპატიო სიგელი, საუკეთესო პარტნიორობისათვის.

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით 06.03.2019

სამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამ...

ვრცლად
2021 წლის 18 დეკემბერს  გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი 04.12.2021

2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ო...

ვრცლად