
თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად ჩართული არის გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის (GIZ) პროგრამის – „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ პროექტში, რომლის მიზნიცაა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მართლმსაჯულების ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს გაძლიერება. კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების სტრატეგიების, სამართლის ცალკეული სფეროების, სამართლებრივი კონსულტაციისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოება. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის სახელით "ევროკავშირის სამართლის სილაბუსების მომზადების პროექტში" მონაწილეობას ღებულობს ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ამავე უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანამანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გაცნობებთ რომ 14 ოქტომბ...
ვრცლად