ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თჰუს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
12 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ-სასწავლო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიაზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ოფიციალურ დოკუმენტს, ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და თბილისის ჰუმანიტარული- სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ვალენტინა საყვარელიძემ მოაწერეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სფეროს, განვითარების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდე...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები
2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცე...
ვრცლად
